საზოგადოება
12/02/2021

საქართველოში თითქმის 1 მლნ ადამიანი პენსიას ან სოციალურ დახმარებას იღებს

საქართველოში თითქმის 1 მლნ ადამიანი პენსიას ან სოციალურ დახმარებას იღებს, - 2020 -ის სტატისტიკა „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.

ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 3 716 900 ადამიანია (ბოლო მონაცემებით) 783 705 პირი ასაკით პენსიონერია, მათი შორის, 71% ქალია.

რეგიონების მიხედვით პენსიის მიმღებთა 29.2% თბილისშია, 16.4 % - იმერეთში, 10.8% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.7% - ქვემო ქართლში, 9% - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.9% ფიქსირდება.

სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 174 612 შეადგინა, საიდანაც 35% ქალები შეადგენენ, ხოლო 65% პროცენტს - კაცები.

სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 72.5% შშმ პირია, 12.6% მარჩენალდაკარგული, 8.9% ომის მონაწილე, 5.7% სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები არიან, ხოლო 0.3% - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

2020 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 330 943 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 146 619.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 63.1 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 32.7 ათასით განისაზღვრა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022