საზოგადოება
22/03/2022
საქართველოში Pfizer-ის მიერ შექმნილი კოვიდის სამკურნალო მედიკამენტი შემოდის
მიმდინარე კვირას საქართველოში Pfizer-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი "პაქსლოვიდი" შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
"ეს მედიკამენტი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას აქვს და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი საქართველო იქნება", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტი ყველასთვის უფასო იქნება. გამოიყენება მათთვის, ვინ ინფიცირების მიმდინარეობისას შეიძლება პოტენციურად დამძიმდეს, აგრეთვე პრეპარატი ხელმისაწვდომი იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის.
"ამ მედიკამენტის მიღება აუცილებელია ინფიცირებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.