საქართველოში პენსიას 808 326 ადამიანი იღებს - სოციალური შემწეობების სტატისტიკა
საქართველო, 2022 წლის მონაცემებით, 808 326 ადამიანი იღებს. საქსტატის მონაცემებით, მთლიანი რაოდენობიდან 71.3% ქალია, 28.7% - კაცი.
პენსიის მიმღებთა 29.9% თბილისშია, 16% - იმერეთში, 10.6% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8% - ქვემო ქართლში, 8.8% - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.9%-ია.
სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 178 426 შეადგინა, რომელთაგან 33.3% ქალებია, 66.7% - კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.6% შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, 12.8% - ომის მონაწილეები, 12% - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4% - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, 0.2% - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.
რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.1 პროცენტი თბილისშია, 16.6% იმერეთში, 11.5% აჭარის არ-ში, 9.6% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დდანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2%-ია.
2022 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში 369 515 ოჯახია რეგისტრირებული, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 149 864.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია და 70.9 ათასს
შეადგენს, მიმღებთა რაოდენობა კი 36.6 ათასია.