საზოგადოება
15/06/2022

საქართველოში მაიმუნის ყვავილის შემთხვევა დადასტურდა - პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა

ლაბორატორიული კვლევების შედეგად  დადასტურდა  „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.  მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 4 ივნისს შეიყვანეს. მას შემდეგ ლუგარის ლაბორატორიაში მისი ბიოლოგიური მასალის კვლევა მიმდინარეობდა.