საზოგადოება
04/08/2023
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაცით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდება.
"ჩვენ გვქონდა მსჯელობა დღეს და შაბათ-კვირას გაგრძელდება აქტიური მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათი გამოცხადდება გლოვის დღედ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში შვიდი ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული.