საზოგადოება
24/11/2022

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ევროვიზიისა და LEGO-ს კამპანიაზე იმუშავებენ

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა ევროვიზიის კამპანიის დაგეგმვის საერთაშორისო კონკურსში პირველი და მეორე ადგილი აიღეს.

სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის 10 სტუდენტი მონაწილეობას იღებს ორ საერთაშორისო კონკურსში, სადაც მათ მენტორობას ევროპის საუკეთესო PR სპეციალისტები გაუწევენ. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსებში ქართველი სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდი პირველად მონაწილეობს.

საერთაშორისო კონკურსების ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ევროვიზიისა და LEGO-ს კამპანიაზე იმუშავებენ და გამარჯვების შემთხვევაში რეალობად აქცევენ.

კონკურსის ჟიური 40 PR პროფესიონალისგან შედგება. კონკურსის გამარჯვებული, რომელიც მაისში გამოცხადდება, Cannes Lions International Festival of Creativity-ზე გაემგზავრება და გუნდის მიერ შექმნილ საკომუნიკაციო კამპანიას LEGO გამოიყენებს.

ორივე კონკურსში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სტრატეგიული კომუნიკაციების სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და გლობალურ ბრენდებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას. ეს კონკურსები სტუდენტებს ასევე დაეხმარებათ, რომ რეალურ გლობალურ კლიენტთან მუშაობის გამოცდილება მიიღონ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023