საზოგადოება
22/09/2022

საქართველოს რკინიგზა სატვირთო გადაზიდვების სერვისის მომხმარებლებისთვის პროცედურებს ამარტივებს

საქართველოს რკინიგზა სატვირთო გადაზიდვების სერვისის მომხმარებლებისთვის პროცედურებს ამარტივებს.

27 სექტემბრიდან ტვირთმფლობელები ვებ-გვერდის cargo.railway.ge საშუალებით ოფისიდან გაუსვლელად არა მარტო ადგილობრივი გადაზიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ონლაინ მიღებასა და შევსებას, არამედ საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის საბუთის (სმგს) მიიღებასაც შეძლებენ.

"საქართველოს რკინიგზის მომხმარებლებს ადგილობრივი ტვირთის ზედნადებისა და გადაზიდვის დავალების მიღება ონლაინ რეჟიმში  2017 წლიდან შეუძლიათ. თუმცა კომპანია დოკუმენტაციის წარმოებას საერთაშორისო გადაზიდვებისთვისაც ამარტივებს. ზემოთაღნიშნული საბუთის  (სმგს) გაფორმება სრულად ეფუძნება საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის საბუთის შევსების წესებს.  გარდა ამისა, რკინიგზის მომხმარებლები ელექტრონულადვე შეძლებენ  გაფორმებული საბუთი წარუდგინონ კომპანიას, ელექტრონულად მოაწერონ ხელი და ონლაინ რეჟიმში ადევნონ თვალი საკუთარი საბუთის სტატუსს", - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. 

საქართველოს რკინიგზა საერთაშორისო გადაზიდვების დოკუმენტაციის ელექტრონულ რეჟიმში წარმოებას 27 სექტემბრიდან სატესტო რეჟიმში იწყებს. მომხმარებლებს კი მოუწოდებს ინსტრუქციითა და ვიდეო გაკვეთილებით იხელმძღვანელოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023