საზოგადოება
11/12/2020

საქართველოს რკინიგზა საახალწლო დღეებში სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები ყველა რეკომენდაციის დაცვით, მოძრაობას მაგისტრალურ მიმართულებებზე განაახლებს. ბილეთების შეძენა ონლაინ დღეიდან შეგიძლიათ.

სალაროები კი ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს გაიხსნება.ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდის მეშვეობით: www.railway.ge ან აპლიკაციის მეშვეობით.

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია: https://applk.io/georgianrailway

ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი ვებ-გვერდებიდან: www.tkt.ge; www.biletebi.ge; www.matarebeli.ge;

შეგახსენებთ, რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. მატარებლების მოძრაობის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ გრაფიკებში:

 

საქართველოს რკინიგზა ჯანმრთელობას და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

Businesspartner