საზოგადოება
26/09/2022

საქართველოს ბანკმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 5 სტუდენტს სტიპენდია გადასცა

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განათლების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ 5 სტუდენტს, რომელმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვა, სტუდენტური ბარათის სახელით ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა.

სტუდენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს. ესენი არიან: ნინელი მახაჭაძე, ლელა მახარაძე, სანდრო კიკნაძე, ილია დოლიძე, ნინი დავითაძე. სტიპენდიანტები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არიან.

„საქართველოს ბანკისთვის სოციალური კუთხით ერთერთ პრიორიტეტს განათლების მხარდაჭერა წამოადგენს. მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ასეთ სტუდენტებს უნდა მივცეთ შესალებლობა, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და მიაღწიონ უფრო მეტ წარმატებას. ახალგაზრდები, რომლებიც საბოლოო ჯამში მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბდებიან, საკუთარ მნიშვნელოვან  წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023