საზოგადოება
19/09/2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გორში "შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი" გაიხსნება

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ გაიხსნება. პროექტის მხარდაჭერის მიზნით ბანკის მხრიდან 1 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა. პროექტის ჯამური ღირებულება კი 1.7 მლნ ლარია.

„მუზეუმის მთავარი მისია, ქალაქ გორში მაღალი დონის კულტურული, საგანმანათლებლო და სარელაქსაციო სივრცის შექმნაა, სადაც არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი სტუმრებიც შეძლებენ მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ ახალი აღმოჩენების გაკეთებას. ასევე, განტვირთვასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას. მუზეუმში მევენახეობისა და მეღვინეობის რუქა განთავსდება, რომელზეც შიდა ქართლში გავრცელებული ვაზის ჯიშები იქნება აღბეჭდილი. ასევე, წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული ტრადიციული სასმისების კოლექცია და ღვინის 0-დან 25 წლამდე დაძველების პროცესის ვიზუალები და სხვა. მუზეუმი შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული. ადგილზე მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა,  ქართული ღვინისა და სამზარეულოს მასტერკლასები გაიარონ”, - აცხადებს „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმის“ წარმომადგენელი, დავით ბოჭორიშვილი.

„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს საინტერესო წამოწყებას. შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი დამთვალიერებელს კიდევ უფრო განსხვავებული კუთხით დაანახებს ქართული ღვინის ისტორიას და იმ კულტურულ ღირებულებას, რაც მას თან ახლავს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი მრავალფეროვან სივრცეებს გააერთიანებს, როგორიცაა: მაღაზია ვიზიტორთათვის, სადეგუსტაციო სივრცე და ბუტიკური რესტორანი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ეზიარონ ქართულ სამზარეულოს და დააგემოვნონ ტრადიციული და შიდა ქართლში გავრცელებული კერძები. წარმატებას ვუსურვებთ გუნდს პროექტის განხორციელებაში. ჩვენ კი მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების ხელშეწყობას“, - განაცხადა  საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023