საზოგადოება
21/09/2022

საქართველომ ლონდონში გამართულ საკვებისა და სასმელის საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", USAID სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საქართველომ ლონდონში გამართულ საკვებისა და სასმელის საერთაშორისო ღონისძიებაში - "Fresh Produce Consortium Awards" მიიღო მონაწილეობა.

"Fresh Produce Consortium Awards"-ზე საქართველო წარმოდგენილი იყო მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე ადგილობრივი ნაწარმით, კერძოდ: კაკლოვანი კულტურები, ჩაი, სუნელები, მშრალი ხილი, და სხვა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობის მიზანი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული აგროპროდუქტების პოპულარიზაცია და უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან ბიზნესკავშირების დამყარება იყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ისეთი მსხვილი სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები, როგორიცაა Asda, Tesco, Waitrose, Ocado, Morrisons.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023