"საქართველო მზად არის, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ ხორვატიასთან თანამშრომლობა გააღრმაოს"
საქართველო მზად არის, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ ხორვატიასთან თანამშრომლობა გააღრმაოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიაში ვიზიტისას განაცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე, მინდა, ვახსენო, რამდენად ვაფასებთ ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.
ამ გზაზე თქვენი შემდგომი აქტიური მხარდაჭერისა და ძლიერი ადვოკატირების იმედი გვაქვს. განსაკუთრებით მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრი კლინკოვიჩისადმი ამ მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული, კულტურული და ტერიტორიული მსგავსება მრავალი მიმართულებით შეიტანს დადებით წვლილს ჩვენს სახელმწიფოებს შორის კავშირების გაღრმავებაში, გაძლიერებაში, ხალხთა შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.