საზოგადოება
04/01/2021

საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ წელს 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს

2021 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს, - აღნიშნულს 2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსი ითვალისწინებს.

მიმდინარე წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ მოცულობა 508.7 მლნ კუბ. მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ – 505.96 მლნ მ³, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ მისაღები გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ მ³) 126 მლნ მ³-ით მეტი იქნება.

2021 წელს საქართველო აზერბაიჯანიდან ჯამში, 2.518 მლრდ მ³ გაზს მიიღებს. აქედან შაჰ-დენიზის წილი 1.014 მილიარდია, სოკარიდან მისაღები გაზის მოცულობა 1.504 მლრდ მ³-ს შეადგენს. კიდევ 200 მ³ ბუნებრივ გაზს საქართველო რუსეთიდან შეიძენს. ადგილობრივი მოპოვებაც იზრდება და 11.08 მლნ მ³-ის ოდენობით არის ნავარაუდევი. ჯამში გაზის მოწოდების პროგნოზი 2.729 მლრდ მ³-ს აღემატება.

რაც შეეხება მოხმარებას - 2021 წელს მოხმარება 2.694 მლრდ მ³-ით არის ნავარაუდევი. აქედან 1.794 მლრდ მ³ სოციალური მოხმარებაა (664.9 მლნ მ³ თბოსადგურები, 1.129 მლრდ - მოსახლეობა), 899.82 მლნ მ³-ს მოიხმარს კერძო სექტორი.

შეგახსენებთ, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. გაზის ტრანსპორტირება ევროპაში საქართველოსა და თურქეთის გავლით ხდება. მოწოდების მოცულობა ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020