საზოგადოება
04/04/2022

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანს ილია დარჩიაშვილი ჩაანაცვლებს 

დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. 

აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ილია დარჩიაშვილი წარადგინა. 

ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.