საზოგადოება
05/01/2021
სადღესასწაულო შეკრებაზე გამოიყენეთ პირბადე - NCDC რეკომენდაციებს აქვეყნებს
სადღესასწაულო შეკრებების უსაფრთხოდ გატარების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რჩევებს აქვეყნებს.
ცენტრის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ COVID-19-ის გავრცელების გამო, სადღესასწაულო შეკრებები რეკომენდებული არ არის, თუმცა სტუმრად წასვლის ან სტუმრის მიღების შემთხვევაში უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვან:
ვახშმობისას არ გამოიყენოთ საერთო/საზეიმო ჭურჭელი;
სადღესასწაულო შეკრებებზე, თუ თქვენი ოჯახის წევრების გარდა, სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე;
პირბადე მოიხსენით მხოლოდ სადილობის დროს.
სადილობისას აუცილებელია, დაიცვათ სულ მცირე ერთი მეტრი დისტანცია გარშემომყოფებისგან;
დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და შემდეგ;
დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი.