საზოგადოება
30/05/2023

"საჭირო გახდა მოგვემზადებინა კადრები, რომლებიც ტრაქტორის მექანიზაციის შესწავლას შეძლებდნენ"

"საჭირო გახდა მოგვემზადებინა კადრები, რომლებიც  ტრაქტორის მექანიზაციის შესწავლას შეძლებდნენ," -ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის პედაგოგმა, კობა მოხევიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებლებში, ტრაქტორის მართვა და ნიადაგის დამუშავება, სასწავლო პროგრამაშია შესული, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, რომლის შესწავლით არაერთი ქალი სტუდენტია დაინტერესებული.

როგორც მოხევიშვილი აღნიშნავს, კოლეჯს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, გერმანელი ექსპერტი ეწვია, რომელმაც სასწავლო პროგრამისთვის თავისი რეკომენდაციები გააცნო.

გარდა ამისა, კოლეჯში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სტუდენტების რეგისტრაცია აგრომექანიზაციაზეც დაიწყო. ეს მიმართლება მოიცავს  თესვის, მოსავლის მოყვანა- აღებისა და დაბინავების შესწავლას.

ცნობისთვის, კურსი 14 კვირიანია და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილსაც. მისი დასრულების შემდეგ კი, სტუდენტი არა მხოლოდ ტრაქტორის მართვას, არამედ ტექნიკის მცირე რემონტსაც  თავადვე შეძლებს.

 

Businesspartner