საზოგადოება
09/09/2020

საბურთალოს რომელ ქუჩებზე ამოქმედდება პარკირების ახალი სისტემა

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ხვალიდან ამოქმედდება.

სისტემა უკვე კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე მოქმედებს.

პარკირება უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისთვის და შშმ პირებისთვისაც, ასევე, A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. 

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც ხვალიდან საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს. ახალი სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებს (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) მოიცავს. გარდა ამისა, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ყაზბეგის გამზირზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) და ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ბექას ქუჩის კვეთამდე).

„ქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად შემოგვაქვს. მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა საინფორმაციო ჯიხურებში საკუთარი ავტომობილები დაერეგისტრირებინათ, რომ აღნიშნული ადგილებით უფასოდ ესარგებლათ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, მუნიციპალური პავილიონების პარალელურად, ფასიანი პარკირების ადგილებში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლები ავტომობილების მფლობელებს საათობრივი პარკირების საფასურის გადახდაში, ასევე, უფასო პარკირებით სარგებლობაში, აპლიკაციის ჩამოტვირთვაში, რეგისტრაციასა და პარკირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარებაში დაეხმარებიან. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022