საზოგადოება
14/01/2021

როგორ შეცვალა COVID-მა ცხოვრების სტილი და ტრადიციები - ACT-ის კვლევა

ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან პანაშვიდებზე და არ იხდიან დაბადების დღეებს, - პანდემიამ ადამიანების ქცევებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. COVID-ის გავლენა თბილისელების ქცევასა და ცხოვრების სტილზემარკეტინგულმა კომპანია ACT-იმ შეისწავლა. 

ინფო 1

2020 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რო გამოკითხული რესპონდენტების 51%-მა შეამცირა და მათ შორის 12% აღარ იყენებს ნაღდ ფულს; პარკებსა და სკვერებში სიარული შეწყვიტა 36%-მა; რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას (ვარჯიში სახლში, ქუჩაში, სტადიონზე) გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 22% აღარ ახორციელებს.

NO GUESTS

როგორც ACT მიათითებს, 2020 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით სტუმრად სიარული გამოკითხული რესპონდენტების 40%-მა, წ020 წლის 11-13 დეკემბრის მონაცემით კი რესპონდენტების 55%-მა შეწყვიტა. შესაბამისად, სახლში სტუმარს მარტის მონაცემის მიხედვით 36%, დეკემბრის მონაცემის მიხედვით 56% აღარ ეპატიჟება.

shesacvleli

რაც შეეხება დაბადების დღეებსა და პანაშვიდებზე სიარულს 2020 წლის დეკემბრის მონაცემის მიხედვით კიდევ უფრო შემცირდა. მარტში 43%, დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 60% უფრო ნაკლებად ან საერთოდ აღარ ახორციელებს აღნიშნულ აქტივობას.

ლასტ

ACT-იმ კვლევა შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის სატელეფონო გამოკითხვა 2020 წლის 11-13 დეკემბერს ჩაატარა, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს.

 

 

ფოტო: glamour.com