საზოგადოება
15/02/2021

როდის მოიხსნება ქვეყანაში კომენდანტის საათი - ამირან გამყრელიძის პასუხი

"როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მყარად სტაბილური იქნება",- ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კითხვას, როდის მოიხსნება ქვეყანაში კომენდანტის საათი.

გამყრელიძე ამბობს, რომ ამისთვის რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო.

"7 დღიანი ინციდენტობა. 14 დღიანი ინციდენტობა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციებში ავადმყოფთა რაოდენობის მაჩვენებელი, სასუნთქ აპარატზე მყოფ ავადმყოფთა რაოდენობა იქნება ისეთი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, კიდევ შემდგომი ნაბიჯი გადავდგათ. ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა არ არის რეკომენდირებული. 10-14 დღე უნდა დავაკვირდეთ ვითარებას და რეგულაციების შემდგომ მოხსნაზე ვიფიქროთ",- აღნიშა გამყრელიძემ.