
საზოგადოება
31/03/2022
რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
1,2 და 3 აპრილს, თბილისი-ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს – ამის შესახებ "საქართველოს რკინიგზამ" განაცხადა.
"გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 1,2 და 3 აპრილს, თბილისი-ბათუმი თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ გვერდის საშუალებით.
ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით."–ნათქვამია განცხადებაში.