საზოგადოება
18/02/2021

რევაზ ვაშაკიძე: გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს, არ ვაფასებ დადებითად

„ძალიან ცუდია, რომ პრემიერმა თანამდებობა ასეთი რთული ეკონომიკური ვითარების დროს დატოვა“ - ასე შეაფასა „ჩირინას“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გახარიას პოსტიდან გადადგომა.

მისი განმარტებით, იმ დროს, როცა ქვეყანაში საგარეო ვალი კატასტროფულად არის გაზრდილი, გახარიას წასვლა ეკონომიკურ მდომარეობას გააუარესებს.

„ქვეყანამ ამდენი ვალები აიღო, ვალებში ვართ გახვეული, შემოსავლები შემცირებულია და ამ მომენტში წასვლა ეკონომიკისთვის ძალიან ცუდია. ადამიანი, რომლის პრემიერობის დროსაც ქვეყნის საგარეო ფინანსური ვალდებულებები ასე მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიდის თანამდებობიდან, ჩემი აზრით არასწორია. ბევრი ვალები აიღო, გაიხარჯა არ გაიხარჯა რთული სათქმელია. ქვეყანა ისევ ვაქცინის გარეშეა. საჭირო იყო, ბოლომდე მიეყვანა თავისი დაწყებული საქმე,“ - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

მისივე განმარტებით, გიორგი გახარიას ბიზნესის მხარდამჭერი აქტივობა მისი ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ შესუსტდა.

„ბიზნესთან ძალიან კომუნიკაბელური იყო როგორც ბიზნესომბუდსმენი. ეკონომიკის მინისტრი როცა გახდა, შემცირდა მისი აქტივობა. როგორც პრემიერ მინისტრს - არ ვაფასებ დადებითად,“ - განაცხადა ვაშაკიძემ.

მისივე განმარტებით, ისეთი ახალი პრემიერის შერჩევა, რომელიც არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში მართვის სადავეებს გადაიბარებს, რთული იქნება.

„მთლად დალაგებული ადამიანი მანდ არავინ მოვა და ამ ვალებს არ გადაიბარებს. ძალიან ძნელი იქნება, ჩემი აზრით ამ პასუხისმგებლობის აღება. ასევე ამ შერჩეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს თანადგომა საქართველოს მოსახლეობისგან, რომელიც ბევრადაა დანაწილეობული. რთულია ეს ყველაფერი,“ - აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022