საზოგადოება
03/02/2021
რეაბილიტაციის გამო ვაკის პარკი დროებით იკეტება
ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე კვირიდან, ვაკის პარკი სრულად დაიკეტება.
კახა კალაძე ამბობს, რომ რეაბილიტაციის პროცესში ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი შეუნარჩუნდება.
ქალაქის მერი ამბობს, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე მთლიანად უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2020 წლის ზაფხულის მიწურულს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი, შადრევნების კასკადის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე დაახლოებით 20 მლნ დაიხარჯება.