საზოგადოება
31/01/2022

რამდენს დახარჯავს საქართველო აშშ-სგან JAVELIN-ების შეძენაზე

მთავრობა ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო სისტემის JAVELIN-ების დამატებითი პარტიის შესყიდვაზე მუშაობს, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორი" ჯერ კიდევ იანვრის შუარიცხვებში იტყობინებოდა.

მთავრობამ საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.

მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში, შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ახალ ტანკსაწინააღმდეგო გადასატან სისტემა JAVELIN-ს გამარტივებული წესით შეისყიდის.

"თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ JAVELIN-ის სისტემის შესყიდვა, ჯამური ღირებულებით $26.247 მლნ-მდე, დაფინანსდება შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხებით, ასევე, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებით", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის დამატებით 30 მილიონი დოლარის JAVELIN-ების შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023