რამდენი კილომეტრი გზა დაიგო საქართველოში 2020 წელს
2020 წელს საქართველოში აშენდა 70 კმ მაგისტრალური გზა, ავტობანს შეემატა 3 მონაკვეთი - გაიხსნა ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა, ქუთაისის შემივლითი გზა და ასევე, ჯაპანა-ლანჩუთის 14 კმ-ინი მონაკვეთი, - საავტომობილო გზების დეპარტამენტის წელს აჯამებს.
„2020 წლის განმავლობაში განხორციელდა 570 კმ. გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება და ეს ყველაფარი, რა თქმა უნდა, მიუხედევად პანდემიისა, რომლის პირობებშიც არცერთი დღით არ შეჩერებულა სამუშაოები მაგისტრალურ და სისტემურ პროექტებზე“, - განაცხადა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.
უწყების ცნობით, ინტენსიურად გრძელდბა რიკოთის გზაზე, ეს არის საუკუნის პროექტი, სადაც გათვალისწინებულია 51 კმ-ზე 53 გვირაბისა და 96 ხიდის მშენებლობა, ამ ეტაპზე, 39 გვირაბზე და 53 ხიდზე მიმდინარეობს მშენებლობა აქედან 5 გვირაბი უკვე გაჭრილია.
პანდემიამ შეაფერხა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა.
„2020 წელს კოვიდის გამო სამობილიზაციო და სამშენებლო სამუშაოების დაწყება უფრო ოდნავ დაგვიანდა. თუმცა, ქვეშეთი-კობის გზის პროექტი შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაიწყო და 2021 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩამოვა TBM-ის მანქანა, რომელმაც უნდა გაბურღოს 9 კმ-იანი გვირაბი. ეს გვირაბი ნამდვილად უპრეცენდენტოა როგორც ჩვენთან კავკასიის რეგიონში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, არც ისე ბევრია ასეთი მასშტაბური გვირაბი და მათ შორის ნამდვილად ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქვეშთი-კობის გვირაბი“, - აცხადებს ქარსელაძე.
მისი თქმით, 2021 წელს გაგრძელდება მთის გზების პროექტი. 2021 წელსვე დასრულდება იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია. ასევე გაგრძელდება აქტიური სამუშაოები ბაღდათი-აბასთუმნის მიმართულებით.
შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და 2021 წელს ხიდების რეაბილიტაცია დასრულდება.
2021 წელს, სახელმწიფო დაფინანსებით კახეთის მიმართულებით იწყება პირველი 35 კმ-ს მშენებლობა თბლისი-საგარჯოს გზაზე.
2020 წელს გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 1, 315 მლრდ ლარი იყო, სწორედ ამ ციფრთან მიმართებაში ბიუჯეტი უკვე 112%-ზე მეტად არის შესრულებული.