საზოგადოება
04/08/2020

რაჭაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

სტიქიიდან მეშვიდე დღეს, ელექტროენერგია რაჭის ყველა სოფელს მიეწოდება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გრძელდება გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან მისასვლელი გზებისა და დაზიანებული ხიდების აღდგენა.

ამ დროისათვის გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი ჟამიერეთისა და გომი-ჯინჭვისის მიმართულებით.

აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, მუნიციპალიტეტში სტიქიის მიერ მოსახლეობისათვის მიყენებულ ზარალსაც ითვლიან.

7 დღის წინ ღვარცოფმა რაჭის რეგიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა, დაზიანდა ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი. სტიქიით მიყენებული ზარალი დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020