რაბათის ციხეს რებრენდინგის შედეგად, ოფიციალურად ახალციხის ციხე ერქმევა
რაბათის ციხეს რებრენდინგის შედეგად ოფიციალურად ახალციხის ციხე ერქმევა. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-თან ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ზაზა თამარაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით ამ ეტაპზე 2 წლიანი მარკეტინგული სტრატეგია და სამუშაო გეგმაა შემუშავებული, რომელიც ახალ ლოგოსაც ითვალისწინებს და რომლის უდიდესი ნაწილიც,უკვე შესრულებულია. როგორც თამარაშვილი განმარტავს, რაბათის ციხის რენრენდინგი სრულად, დაახლოებით 2 წელში დასრულდება.
„ვფიქრობ, რომ ახალციხის ციხის სახელის ხშირად ხსენება და დამკვიდრება არ იქნება რთული და დროთა განმავლობაში მოსახლეობაშიც ეს ტერმინი დამკვიდრდება,"-აცხადებს თამარაშვილი.
ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოზიდვა, ამისათვის კი საჭიროა მეტი ტურისტული ობიექტის შექმნა, მათი მარკეტინგი და ტურისტებისთვის ობიექტის სწორად შეთავაზება. თამარაშვილი აცხადებს, რომ რებდერნდინგის ნაწილიც სწორედ ესაა.
ცნობისთვის, ახალციხის ციხე მდებარეობს ქალაქ ახალციხეში,2022 წელს "ახალციხის ციხემ" 91240 ვიზიტორს უმასპინძლა. აქედან 50 224 საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 41 016 - უცხოელი ვიზიტორი. კომპლექსის საერთო შემოსავალმა 2022 წელს 1 მლნ ლარს გადააჭარბა.