საზოგადოება
19/04/2023

რა შემთხვევაში უნდა განვაახლოთ მობილური ტელეფონი?

უკვე ერთ წელზე მეტია გაქვს ტელეფონი და მისი განახლება გსურს? მოცემული სტატიის წაკითხვა ნამდვილად დაგეხმარება ამ სურვილის ასრულებაში. იმის გამო, რომ მობილური ტელეფონები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ტელეფონის მწარმოებელი კომპანიები ამტკიცებენ, რომ მობილურის ყველა ახალ მოდელს გაუმჯობესებული ფუნქციები აქვს და ჩვენი ცხოვრების გამარტივებაზეა მორგებული. მოდელების განახლება მუდმივი პროცესია და მომხმარებლისთვის რთულია იმის დადგენა, კონკრეტულად რა მომენტში სჭირდება მას ტელეფონის განახლება და დაეხმარება თუ არა მას ახალი მოწყობილობის ფუქნციები ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

რა სიხშირით უნდა განაახლო ტელეფონი?

ამ კითხვაზე პასუხი ცალსახა არაა. იგი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა თქვენი ბიუჯეტი, სურვილი და თქვენს პირად სამუშაო სივრცეში ტექნოლოგიური განვითარების საჭიროება. ზოგიერთი ადამიანი, შესაძლოა, კმაყოფილი იყოს მაშინაც კი, თუ ტელეფონს რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიყენებს, ზოგი კი ყოველწლიურად აახლებს მას და ეცნობა ახალ ტექნოლოგიებს. გაითვალისწინე, რომ განახლებებს შორის დაშორება, საშუალოდ, 3 წელია. ტელეფონს 3 წლის გამოყენების შემდეგ კიდევ შეუძლია, რომ მნიშვნელოვნად დაგეხმაროს ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში. ასე რომ, განასხვავე შენი სურვილები და საჭიროებები, გადაწყვიტე, რა იქნება უფრო ოპტიმალური და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინე მობილური ტელეფონი.

გასათვალისწინებელი ფაქტორები

თუკი სწორედ ახლა იღებთ გადაწვეტილებას, როდის განაახლოთ საკუთარი ტელეფონი, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

ბიუჯეტი

მობილური ტელეფონის განახლება ხარჯებთანაა დაკავშირებული. გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდით, რამდენად გიღირთ ტელეფონის განახლება. თუკი არ გაქვთ საშუალება, რომ ყოველწლიურად შეიძინოთ ახალი ტელეფონი, არც ლოდინია პრობლემა. მოიცადეთ მანამ, სანამ კონკრეტული თანხა არ გექნებათ, შემდგომ კი უფრო განვითარებულ და გაუმჯობესებულ მოდელს შეიძენთ.

გამოყენების სიხშირე

თქვენი მობილური ტელეფონის გამოყენების სიხშირე განსაზღვრავს იმას, გჭირდებათ თუ არა მისი გამოცვლა. მაგალითად, თუკი ტელეფონს მხოლოდ ინფორმაციის გაცვლისთვის, მესიჯის გაგზავნისა და დარეკვისათვის იყენებთ, არ დაგჭირდებათ მისი განახლება იმდენად ხშირად, რამდენადაც ადამიანს, ვინც ტელეფონს ბიზნესის მართვისათვის, თამაშისა და სხვა დატვირთული აქტივობებისათვის იყენებს. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მთავარია, გაითვალისწინოთ საკუთარი საჭიროებები და მხოლოდ შემდგომ მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება. 

ტექნოლოგიური წინსვლის ტემპი

თუკი ხართ ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განახლებული ფუნქციების, software & hardware-ის, ბატარეის და ა.შ ბენეფიტების გამოყენება, მაშინ თქვენ, დიდი ალბათობით, უფრო ხშირად დაგჭირდებათ ტელეფონის განახლება

ტელეფონის განახლების ბენეფიტები

წვდომა ახალ ფუნქციებზე

თქვენ გექნებათ წვდომა გაუმჯობესებულ კამერაზე, უფრო სწრაფ პროცესორსა და ოპტიმალურ ეკრანზე. 

უსაფრთხოება

მობილური ტელეფონების მწარმოებლები მუდმივად აახლებენ უსაფრთხოების პირობებს. ტელეფონის განახლება საშუალებას მოგცემთ, რომ უფრო მეტად დაიცვათ თქვენი მოწყობილობა საფრთხეებისაგან. 

ნიშანი, რომ თქვენი ტელეფონი გასაახლებელია

მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანია ტელეფონი გაქვთ, არსებობს რამდენიმე ნათელი ინდიკატორი იმისა, რომ მოწყობილობის განახლებაა საჭირო. დააკვირდი საკუთარ ტელეფონს და თუკი ამ ნიშნებს აღმოაჩენ, ესეიგი, დროა შეცვალო ტელეფონი

 

  1. თქვენს ტელეფონს არ აქვს Software support. Software განახლებები უბრალოდ პერიოდული ცვლილებები კი არა, ტელეფონის ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისი მეშვეობით სწორდება ხარვეზები და უმჯობესდება ტელეფონის გამძლეობა თუ ხარისხი.
  2. მუშაობის ხარისხი - თუკი თქვენი მობილური ტელეფონი დიდ დროს ანდომებს აპებისა თუ ვებგვერდების გახსნასა თუ სხვადასხვა ბრძანებებზე რეაგირებას, მაშინ უკვე დროა, განაახლოთ იგი. მართალია, software განახლებები ზრდის მობილურის სიჩქარეს, თუმცაღა, თუკი მოცემულ განახლებებს ტელეფონი ვერ უზრუნველყოფს, მაშინ ტელეფონის განახლების გარდა სხვა გზა აღარ რჩება.
  3. ბატარეა - თუკი დამტენის გარეშე ვერ გადაადგილდებით, ე.ი თქვენი ტელეფონის ბატარეის ხანგრძლივობა შემცირდა, ტელეფონი კი სწრაფად ჯდება. ეს შეიძლება იყოს ნიშანი, რომ თქვენს ტელეფონს განახლება სჭირდება. 
  4. უსაფრთხოების დაცვის ხარვეზები - ვერაფრით ტვირთავთ ტელეფონში ახალ software-ს? თუკი ამ უკანასკნელის ძველი ვერსია გაქვთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მან, შესაძლოა, ვერ დაგიცვათ სხვადასხვა საფრთხისაგან. თუკი ტელეფონის ხშირი მომხმარებელი ხართ და იგი ინტეგრირებული გაქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ აუცილებელია, რომ დაიცვათ პერსონალური ინფორმაცია და დარწმუნებული იყოთ, რომ ეს ინფორმაცია დაცულია. განაახლეთ ტელეფონი, თუკი ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ ის უსაფრთხოების ნორმებს ვერ იცავს.
  5. Wi-Fi ან Bluetooth-თან დაკავშირების პრობლემები - თუკი Wi-Fi ან Bluetooth მოწყობილობებთან დაკავშირება გიჭირთ, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენი ტელეფონს პრობლემა აქვს. თანაც, თუ იმას გავითვალისწინებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი მოწყობილობა უკავშირდებოდეს WI-FI-ს ან Bluetooth-ს, აუცილებელია, რომ იგი განაახლოთ.

თუკი ჩამოთვლილი პრობლემებიდან ერთს მაინც იზიარებთ, მარტივად შეგიძლიათ ტელეფონის შეკვეთა და მუშაობის გაგრძელება. მობილური ტელეფონების უფასოდ მიტანა საშუალებას მოგცემთ, მარტივად და უმტკივნეულოდ განაახლოთ მობილური ტელეფონი და რაც შეიძლება მალე გააგრძელოთ შეწყვეტილი საქმე.

შეჯამება

მობილური ტელეფონის გარეშე ცხოვრება უამრავი ადამიანისთვისაა წარმოუდგენელი. იმისათვის, რომ ამ უკანასკნელის ფუნქციები ბოლომდე გამოვიყენოთ, ვისარგებლოთ მისი ბენეფიტებით, აუცილებელია, ვიცოდეთ რა შემთხვევაში განვაახლოთ იგი. ამ რჩევების გათვალისწინებით ბიუჯეტსაც დაზოგავთ და შეძლებთ, გაარჩიოთ სურვილი საჭიროებისაგან.

Businesspartner