საზოგადოება
04/10/2020
რა პროექტებზე დახარჯავს მთავრობა ₾20 მლრდ-ს
"საქართველოს მთავრობა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მინიმუმ 20 მლრდ ლარს დახარჯავს," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს თანხა დაიხარჯება სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში - გზები, გაზი, წყალი, წყალარინები, კანალიზაცია, სარწყავი სისტემები და სხვა.
"მნიშვნელოვანია, რომ საბაზისო ინფრასტრუქტურა ქვეყანაში იყოს ნორმალური, რომ ადამიანს შეეძლოს ნორმალურად ცხოვრება სიღნაღშიც, ბოდბეშიც, წნორშიც და თბილისსშიც და არ იყოს დიდი განსხვავება, თუ სად ცხოვრობს. ყველგან, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები, რომ შეძლოს თვითრეალიზება, ღირსეულად იშრომოს და ოჯახი არჩინოს" - განაცხადა გახარიამ.