საზოგადოება
28/03/2022
რა პირობებით ჩანაცვლდება ბათუმში ავარიული სახლები - რიჟვაძის განმარტება
"ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამის ფარგლებში ზღვისპირა ქალაქში 300-მდე ძველი კორპუსი ახალი საცხოვრებლით ჩანაცვლდება.
"სრულად ჩანაცვლდება დაახლოებით 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ახალი თანამედროვე ტიპის საცხოვრისით. 3 000-მდე ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში. ამ მიზნით, ყველა დეველოპერს ვთავაზობთ 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის",- განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ.