საზოგადოება
17/11/2022

რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება მომავალ წელს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 6 მილიარდ ლარზე მეტი.

აქედან 2 მილიარდ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, პროექტების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი წყაროებიდან:

მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსდება 1,7 მლრდ ლარამდე;

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღალმთიანი დასახლების ფონდიდან დაფინანსდება 420 მლნ ლარის პროექტები;

მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს 340 მლნ ლარზე მეტ პროექტებს;

საერთაშორისო პარტნიორებიდან თბილისის მუნიციპალიტეტის პროექტების დაფინანსება შეადგენს 170 მლნ ლარამდე;

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,73 მლრდ ლარამდე, საიდანაც 530 მლნ ლარამდე არის შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,22 მლრდ ლარამდე, მათ შორის:

რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მიიმართება 660,0 მლნ ლარზე მეტი. აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს, თუმცა მონაკვეთების ნაწილი ექსპლოატაციაში შევა 2023 წელს;

სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებით გათვალისწინებულია 50 მლნ ლარი;

გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთზე მიიმართება 40 მლნ ლარი;

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოყოფილია, ასევე, 40 მლნ ლარი;

ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გვირაბისა და გზის მშენებლობაზე მიიმართება 220 მლნ ლარი;

კახეთის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობაზე გამოყოფილია 190 მლნ ლარამდე;

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 530 მლნ ლარამდე;

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულიაP 450 მილიონი ლარი;

იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებაზე გათვალისწინებულია 250 მილიონ ლარზე მეტი;

ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო გაზიფიცირების სამუშაოებზე გათვალისწინებულია 80 მილიონი ლარი;

მყარი ნარჩენების ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 50 მილიონ ლარზე მეტი.