საზოგადოება
10/11/2020

რა ღირს “ევექსი კლინიკებში” გრიპის ვაქცინა და ვინ შეძლებს სერვისის უფასოდ მიღებას

"ევექსის კლინიკებში" გრიპის 4-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია. "ევექსი კლინიკებში" ფრანგული წარმოების სანოფის ბრენდის „ვაქსიგრიპის“ ვაქცინა არის ხელმისაწვდომი.

კომპანია აცხადებს, რომ გლობალური პანდემიის გამო, წელს მსოფლიოში მკვეთრად გაზრდილია მოთხოვნა გრიპის ვაქცინაზე და მისი მიწოდება ხდება შეზღუდული რაოდენობით, კომპანია ვაქცინებს 2 ნაწილად მიიღებს (პირველი ნაწილი - 10 ნოემბრიდან, მეორე ნაწილი - ნოემბრის ბოლოს) და ხელმისაწვდომი იქნება ევექსის ყველა კლინიკაში.

"ბიზნესპარტნიორის" ინფორმაციით, ვაქცინაციის ფასი 70 ლარია და მსურველებს ცოცხალ რიგში მოუწევთ დგომა. ამავდროულად კლინიკაში სახელმწიფო უფასო ვაქცინაციით სარგებლობის მიღებაც შესაძლებელია რისკ-ჯგუფებისთვის.

"გვინდა განვმარტოთ, რომ ევექსი კლინიკებში 3-კომპონენტიანი ვაქცინა შეზღუდული რაოდენობით სექტემბრის მეორე ნახევარში იყო ხელმისაწვდომი.

ნოემბრის დასაწყისიდან კი დაიწყო სახელმწიფოს მიერ უფასო ვაქცინაცია და უტარდება იმ მოსახლეობას, ვინც რისკ-ჯგუფში იმყოფება.

შეგახსენებთ, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, უფასო ვაქცინაციით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ ჯგუფებს:

ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:

ა.ა) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;

ა.ბ) გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;

ა.გ) დიაბეტის მქონე პირები;

ა.დ) დიალიზზე მყოფი პირები;

ა.ე) C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);

ა.ვ) აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;

ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:

ბ.ა) ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;

ბ.ბ) ორსულები;

გ) ‘’სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 იანვრის N 01/ - 6/ნ ბრძანებით განსაზღვრული სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული ჯგუფები:

გ.ა.) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი:

გ.ა.ა.) ექიმები;

გ.ა.ბ.) ექიმი-რეზიდენტები;

გ.ა.გ.) ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები);

გ.ა.დ.) საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები;

გ.ა.ე.) ბებიაქალები;

გ.ა.ვ.) სტომატოლოგები;

გ.ა.ზ) სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები;

გ.ა.თ) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;

გ.ა.ი) სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან;

გ.ბ.) ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი:

გ.ბ.ა.) ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;

გ.ბ.ბ.) მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; გ)მონადირეები;

გ.ბ.დ.) ვეტერინარები;

გ.ბ. ე) ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები;

გ.გ.) სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი:

გ.გ.ა.) ადრეული სკოლამდელი აღზრდისა დ ა განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი;

გ.დ) თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:

გ.დ.ა.) საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;

გ.დ.ბ.) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;

გ.დ.გ.) საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები;

გ.დ.დ.) სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან.

გ.ე.) პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი;

გ.ე.ა.) პატიმრობის დაწესებულება,

გ.ე.ბ.) თავისუფლების აღკვეთის და წესებულება,

გ.ე.გ.) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება", - ნათქვამია განცხადებაში.