საზოგადოება
30/10/2020

"ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და მეტ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით"

გაცილებით იოლია, ყველგან გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ მინიმალური წესები, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და მეტ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, აუცილებელია ვირუსის გავრცელების შეკავება.

„საუკეთესო გზა შეკავების, არის პირადი ჰიგიენის დაცვა. პირველ რიგში, ეს არის პირბადეები. შეზღუდვებით შეკავება ძვირი დაგვიჯდება. ახლა, პრაქტიკულად, გავდივართ ბეწვის ხიდზე. ეპიდემიოლოგიური კუთხით, სიტუაცია მართვადია და ეს უნდა შევინარჩუნოთ, დააახლოებით, ამ დონეზე. შემდეგ, თავისთავად, გავრცელების ტრენდი წამოვა ქვემოთ. არაფრით არ უნდა მოხდეს, რომ დღის განმავლობაში გაორმაგდეს და გასამმაგდეს ინფიცირებულების რაოდენობა. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ზეწოლა იქნება გაცილებით დიდი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, პანდემიის დასრულების შემდეგ, ყველა ქვეყანა შეფასდება ორი კრიტერიუმით: სად იყო გარდაცვალებულთა ყველაზე დაბალი პროცენტული რაოდენობა და ეკონომიკის ნაკლები დაზიანება.

„სამწუხაროდ, გარდაცვალება ყველგან იქნება და რაოდენობები გაიზრდება, მაგრამ აქ საუბარია პროცენტულად, სად იქნება ყველაზე დაბალი გარდაცვალების პროცენტი და სად იქნება ეკონომიკის ყველაზე ნაკლები დაზიანება. ეს იქნება მთავარი კრიტერიუმები, რითაც შეფასდება რამდენად იყო წარმატებული ესა თუ ის მთავრობა და მასთან ერთად საზოგადოება და ქვეყანა. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენ ამ მონაცემით ვიყოთ საუკეთესო. ამისთვის აუცილებელია თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ დაიცვას წესები,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022