საზოგადოება
02/08/2022

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, მცირდება საპარკინგე ადგილები, მათ ადგილზე კი გამწვანებული და სპორტული ზონები განთავსდება.

კახა კალაძის განცხადებით, ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არცერთ თეთრს არ დახარჯავს და მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გაიღებს.

„არაერთხელ მისაუბრია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის  პროექტის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ მასშტაბის რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სამწუხაროდ, არ გვაქვს. არსებული სივრცე იყო კერძო საკუთრება - ტერიტორიას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. მათ ეს მუნიციპალიტეტს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შედეგად, გადასცეს საჩუქრად და აქ მოეწყობა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ცენტრალური პარკი.  მინდა, ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, რომელიც საზოგადოების ნაწილმა ვერ გაიგო, ნაწილმა კიდევ კარგად გაიგო, მაგრამ ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში.  საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა ამ სივრცის დედაქალაქისთვის გადაცემით, მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი - გამწვანების, მოწესრიგების, რეაბილიტაციის, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე. მუნიციპალიტეტს არ ექნება დასახარჯი არცერთი თეთრი. პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაფინანსებით, რისთვისაც მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პროექტში შესულ ცვლილებებს, თბილისის მერის განცხადებით, 440 ადგილის ნაცვლად, პარკში 245 საპარკინგე ადგილი დარჩება.

„პროექტში შევიდა შემდეგი სახის ცვლილებები: საპარკინგე ადგილის ფართი შემცირდა და მის ადგილზე, 5 937 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის მოედნის მოწყობა. პარკში დარჩება 245 საპარკინგე ადგილი, ნაცვლად 440 ადგილისა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანებული სივრცეები და ჩოგბურთის სპორტული მოედანი მოეწყობა. გარდა ამისა, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ადგილზე, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, გაუქმდება და აღნიშნულ ფართობზე მოეწყობა მხოლოდ გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023