საზოგადოება
26/01/2023

პროფ.საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრად ნატალია კვაჭანტირაძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის 18 იანვრის ბრძანებით, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე - ნატალია კვაჭანტირაძე უკვე მეორე ვადით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრად დაინიშნა.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ინფორმაცით, საბჭო ერთადერთი უმაღლესი კოლეგიალური ორგანოა ქვეყანაში, რომელიც იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში, ანიჭებს რა ავტორიზაციას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლებს, იხილავს მათი მონიტორინგის ან სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაკეთებულ ექსპერტულ დასკვნებს.

"საქართველოს ტურიზმის ასოციაცია მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტის პროფესიული განათლების ხელშეწყობის და განვითარების საქმეში,"-ნათქვამია ასოცაიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023