საზოგადოება
29/04/2023

"პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობა როგორც გამოწვევა, ასევე შედეგია"

"პროფესიული განათლების მიმართულებით უნდა გაიზარდოს მასშტაბი და პროცესში, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ და არა მხოლოდ ახალგაზრდამ უნდა მიიღოს მონაწილეობა,"- ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“  პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პროცესში ჩართვა სკოლიდან მოსული მოსწავლეებისათვის სადიპლომო პროგრამების, ხოლო უკვე ზრდასრული ადამიანებისათვის, რომლებსაც კარიერა აქვთ, მომზადება- გადამზადების სასერთიფიკატო კურსის შეთავაზებით უნდა მოხდეს.

„როგორც გამოწვევად, ასევე შედეგად გამოიკვეთა კერძო სექტორის ჩართულობა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრესი გვაქვს, თუმცა  კვლავაც შედეგები აჩვენებს, რომ ეს არ გახლავთ საკმარისი და კიდევ მეტი ინტერვენციებია .“ -აცხადებს ქიტიაშვილი.

ცნობისთვის, უნარების კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა, შეხვედრაზე იმსჯელეს როგორც პროფესიული განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ასევე მიღწეულ წარმატებებზეც.

Businesspartner