პროექტის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში მოლაპარაკება HBO-სა და Universal-თან მიმდინარეობს
სახელმწიფო პროგრამის "გადაიღე საქართველოშის" ფარგლებში ივნისში სამუშაო ვიზიტი განხორციელდა Hollywood-ში, სადაც ექვსმა საპროდიუსერო კომპანიამ მსოფლიო კინო ინდუსტრიის წამყავნ კომპანიებთან გამართეს შეხვედრები.
პროგრამის "აწაემოე საქართველოში" ხელმძღვანელი თათია ბიძინაშვილი გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" აცხადებს, რომ ყველაფერი Motions pictures association-თან შეხვედრით დაიწყო, სადაც ექსვსივე კომპანიამ თავიანთი თავი Hollywood-ის წამყვან ორგანიზაციებს წარუდგინეს, როგორიცაა: HBO, Disney, Paramount Pictures, Warner Bros, 20th Century Studio და სხვა. ამის შემდეგ იყო B2B შეხვედრები.
"ეს არ იყო მხოლოდ პრეზენტაცია და შეხვედრა შეხვედრისთვის, იმდენად დეტალური კითხვები ქონდათ, რომ პროცესშივე მივხვდით შეხვედრები შედეგს აუცილებლად მოიტანდა და შესაბამისად, 2 უმსხვილესი სტუდიისგან, როგორიცაა HBO და Universal მივიღეთ სკრიპტები, რაც გულისხმობს იმას, რომ ძალიან აქტიურ სამუშაო რეჟიმში ვართ. ვუმზადებთ მათ ლოკაციებს და სექტემბერში კიდევ ერთხელ ვუმასპინძლებთ მსოფლიოში წამყვან კინოსტუდიებს საქართველოში.
რაც შეეხება სამუშაო ძალას, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ კვალიფიციური, დატრენინგებული და გადამზადებული ხალხი გვყავს კი ოინდუსტრიაში, თუმცა საკმარისი არა. ამასთან, ტექნიკური ბაზა გვაქვს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რამე გვაკლდება გვეხმარებიან მეზობელი ქვეყნები. ყველაზე მეტად რაც საქართველოს სჭირდება ეს არის დიდი პავილიონები შიდა გადაღებებისთვის ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გვაქვს ინვესტორებთან და იმედი გვაქვს პოზიტიურ ჭრილში დამთავრდება" - ამბობს თათია ბიძინაშვილი.
მისივე თქმით, პროექტის დედლაინებზე საუბარი რთულია, თუმცა წლის ბოლომდე ცნობილი გახდება გადაიღებენ თუ არა რომელიმე მნიშვნელოვან პროექტს საქართველოში.
"რაც შეეხება სხვა დეტალებს, ვიზიტი იყო 3 ეტაპიანი. პირველი ეტაპი არის produced by conference, რომელიც ამერიკელ პროდიუსერთა გილდიის ასოცაციაციის მიერ შექმნილი ღონისძიებაა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ერთმანეთთან აკავშირებს, ასევე ეხმარება მათ კომერციალიზაციაში. მეორე ეტაპი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვისაც მთელი წელი ვემზადებოდით, ვგულისხმობ შეხვედრებს Hollywood-ის წამყვან სტუდიებთან. ძალიან კარგი პრეცენდენტია, რომ მსგავს კომპანიებთან განვიხილავდით სამომავლო ურთიერთობებეს. რეგიონში არსებული სიტუაციდან გამომდინარე, ეს იყო კარგი შეხსენება მათთვის, რომ აქტიურად ვართ ჩართული ამ ინდუსტრიაში, ისევ მზად ვართ მასპინძლობისთვის და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოა სამომავლოდ პარტნიორობისთვის." - აცხადებს, “აწაემოე საქართველოში” ხელმძღვანელი.