საზოგადოება
18/02/2021
პრემიერის გადადგომის გამო შსს-მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ღონისძიებების გადადება პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.