პრემიერი: სოციალურად დაუცველებისგან 15 000-ზე მეტი აპლიკაცია შემოვიდა, 3 000 უკვე დაკონტრაქტებულია
შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამის ფარგლებში დარეგისტრირებულია 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია. შესულია დაახლოებით 15 000-ზე მეტი აპლიკაცია. 3 000 კი, უკვე დაკონტრაქტებულია - მათ შესაბამისი შესაბამისი ხელშეკრულება გაუფორმდათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავზარდოთ მასშტაბები. თუმცა, ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის დაწყებიდან სამ კვირაში ასეთი შედეგი ამ პროგრამის მიმართ ძალიან მაღალ ინტერესზე მიუთითებს. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც შეიძლება მეტი სოციალურად დაუცველი უნდა ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ და ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობაში, მონაწილეობა მიიღონ ბევრ პროექტში, რომელსაც განვახორციელებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.