საზოგადოება
23/06/2022
პრემიერი შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ბევრი კომპანიაა დაინტერესებული
პრემიერის განცხადებით, შავი ზღვის კაბელის პროექტზე ევროკავშირთან საუბარი მიმდინარეობს.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ბევრი კომპანიაც არის დაინტერესებული.
"ევროკომისარი ვარჰეი, როცა იყო ჩამოსული შარშან, სწორედ მას შევთავაზეთ ერთ-ერთ პროექტად შავი ზღვის კაბელის პროექტი. „პრე-ფიზიბილითი“ დასრულებულია, „ფიზიბილითი“-ზე გადავა ახლა სამინისტრო და ამის შემდეგ უნდა ვნახოთ, ინტერესთა გამოხატვა უნდა გამოვაცხადოთ, ძალიან ბევრი კომპანიაც არის დაინტერესებული და ამ მიმართულებით მუშაობა იქნება გააქტიურებული,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.