საზოგადოება
27/04/2022
პრემიერი: სანქცირებული პირების საქართველოში უკანონო საქმიანობას არ დავუშვებთ
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სანქცირებული პირების ქვეყანაში უკანონო საქმიანობას არ დაუშვებს. საუბარია რუსეთ-უკრაინის ომის დროს სანქცირებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს.
"საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არცერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არალეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. მათ არ მივცემთ საშუალებას, რომ გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან. მინდა, რომ ამ თემაზე ყველა სპეკულაცია დასრულდეს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.