პრემიერი: საქართველო მშვიდობიანობის 10 წლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა
საქართველომ გლობალური მშვიდობის 2022 წლის ინდექსში პირველი ადგილი დაიკავა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და დასძინა, რომ გლობალურ ინდექსებში მოწინავე ადგილების დაკავება "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
"გლობალური მშვიდობის 2022 წლის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის 10 წლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზე დასახელდა. ამ კვლევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა. ჩვენი ქვეყნის მეორე ადგილზე დასახელება არის იმ სწორი და ეროვნული პოლიტიკის აღიარება, რომელსაც ჩვენი მთავრობა ატარებს. 2012 წელს ჩვენი ქვეყანა კი ამ რეიტინგებში უკანასკნელ 20-ეულში იყო, დაახლოებით 140-3 ადგილზე",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართელომ პირველი ადგილი დაიკავა.
"მაშინ, როდესაც ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ახლა იწყებენ ამ საკითხებზე მუშაობას, ჩვენ ამ ინდექსით პირველ ადგილას გავედით",- დაამატა მან.