საზოგადოება
08/04/2022

პრემიერი: ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველომ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა არაერთხელ გამოხატა. 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა და ეს პროცესი გაგრძელდება. 
 
"კიდევ და კიდევ უდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარულ დონეზე, ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, ჩვენი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, დავადასტურეთ, 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.