საზოგადოება
16/05/2022
პრემიერი: პენსიონერების საპროცენტო განაკვეთზე ძალიან კარგი შედეგი გვაქვს
"პენსიონერებისთვის ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო და ამ მიმართულებით უკვე ძალიან კარგი შედეგი გვაქვს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთი 100%-საც შეადგენდა.
"წლების განმავლობაში პრობლემა იყო პენსიონერების საბანკო განაკვეთი. ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის. ჯერ კიდევ ჩვენი მთავრობაში მოსვლამდე რიგ შემთხვევებში 100%-იც კი იყო საპროცენტო განაკვეთი. ჩვენი მთავრობის დროს ჩვენი უშუალო ძალისხმევით არაერთხელ დაიწია, მაგრამ სესხის პროცენტი ჯერ კიდევ მაღალი იყო. რამდენიმე თვის წინ ბატონ ლევანს დავავალე ეს საკითხი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჩაერთო ბატონი ზურაბ აზარაშვილი და ლაშა ხუციშვილი. ამ სამუშაო ჯგუფში ჩართულები იყვნენ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები. ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს", - განაცხადა პრემიერმა.