საზოგადოება
24/06/2022

პრემიერი: მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი კანდიდატის სტატუსის მალე მისაღებად

პრემიერის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. 

ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ეს ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია. 

"ეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას! მადლობა ქალბატონ ურსულას და ბატონ შარლს",- წერს "ტვიტერში" ირაკლი ღრიბაშვილი.