პრემიერი: მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსით ევროკავშირის 12 ქვეყანას ვუსწრებთ
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველომ მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილი დაიკავა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა, რომელიც "ქართული ოცნების" დამსახურებაა.
"საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწიანურდა. მეორე, ეს არის ევროპის ანტიკორუფციული ცენტრი სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი ამის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი. წელს აღნიშნული ინდექსის მიხედვით ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ. ეს ქვეყნებია კვიპროსი, ლატვია, მალტა, პოლონეთი, ჩეხეთია, იტალია, სლოვაკეთი, საბერძნეთი და ა.შ. შედარებისთვის, 2012 წელს ამ ინდექსის მიხედვით, 69-ე ადილზე ვიყავით. არავითარ ოცეულზე საუბარი არ იყო",- განაცხადა ღარიბაშვილმა.