საზოგადოება
11/04/2022

პრემიერი: მინდა მოქალაქეებს ვახარო, კოვიდი თითქმის დამარცხებულია

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ კორონავირუსი თითქმის დამარცხებულია. 

"მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, კოვიდი თითქმის დამარცხებულია. დღეს ასეთი სიტუაცია გვაქვს. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 107 შემთხვევა იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც 2 თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. მას შემდეგ, რაც ომიკრონმა სხვა შტამები ჩაანაცვლა, "მწვანე ბარათები" გავაუქმეთ, რადგან მისი გამოყენება აზრს კარგავდა. მაშინ მივიღეთ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტისგან კრიტიკა, ეს როგორ გააკეთეს. ვნახეთ, რომ 2 თვეში პროცესი სწორად იმართა, მინისტრის, მთავრობის მიერ და სიტუაცია დასტაბილურდა. სისტემას მართვის თვალსაზრისით არანაირი გამოწვევა არ ჰქონია. დღეს კრისიზი გადალახულია. ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, გავამარტივეთ, ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ ამ მიმართულებით. ეს სტერსი და წნეხი მოიხსნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.