პრემიერი: მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე ქმედითი ნაბიჯები დროულად უნდა გადავდგათ
პრემიერი მედიკამენტებთან დაკავშირებით დროული და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ აცხადებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს მომზადებულ ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიში და რეკომენდაციები განიხილა.
ისაუბრეს რა კონკრეტული შეიძლება გადაიდგას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით.
"მინდა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, ისე, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, მაქსიმალურად დაცული, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა, რომ ბიზნესის ინტერესებიც გავითვალისწინოთ. ჩვენ თუ ამ ბალანსს ვიპოვით, ეს იქნება იდეალური გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი შეისწავლა. უწყება სააფთიაქო ბაზრის ჰოლდინგური და არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვის გარდა, სააფთიაქო სისტემაში "თავისუფალი ფასწარმოქმნის" გადახედვასაც მოითხოვს. ქვეყნის პრემიერმა ბოლო პერიოდში არაერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობა მედიკამენტებზე მაღალი ფასების შეზღუდვის გამო კონკრეტული გადაწყვეტულებები უნდა მიიღოს.