საზოგადოება
01/04/2021
პრემიერი მასშტაბური პროექტების დაწყებას აანონსებს
პრემიერ-მინისტრი უახლოეს კვირებში რამდენიმე მიმართულებით მასშტაბური პროექტების პრეზენტაციას აანონსებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაწყებული. მასშტაბურ პროექტებს წარმოვადგენთ უახლოეს კვირებში. ეს იქნება სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო უშინაარსო და არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე სასაუბროდ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.