საზოგადოება
17/03/2022

პრემიერი EU-ს წევრობაზე: ეს გრძელი გზაა, გვჭირდება რეფორმები და ეკონომიკის განვითარება

იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, საჭიროა რეფორმების გატარება, ეკონომიკის გაძლიერება, სხვადასხვა პრობლემის დაძლევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგასთან მათეუშ მორავიეცკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაკეთებული განაცხადი მართლაც ისტორიული ნაბიჯია. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილება. მჯერა და მოვისმინე პოლონეთის პრემიერისგან, რომ საქართველოს ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა პოლონეთისგან ამ გზაზე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის გრძელი გზა. გვჭირდება რეფორმების განხორციელება, ეკონომიკის განვითარება, ქვეყნის მომზადება, ბევრი პრობლემის დაძლევა იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ევროკავშირის ლიდერებისგან, რომ დაჩქარებულად რომელიმე ქვეყნის მიღება ევროკავშირში არ იგეგმება და ეს არის ხანგრძლივი პროცესი. მოტივირებულები ვართ. ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში. შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩვენ გვქონდა კონკრეტული შედეგები ევროინტეგრაციის გზაზე, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დააჩქარა.  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს შეიტანა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023