საზოგადოება
18/04/2022
პრემიერი: ეკონომიკის სამინისტროს 7 წელია თავისი შენობა არ აქვს, რაც სირცხვილია
ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა ორთაჭალაში აშენდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"7 წელია ეკონომიკის სამინისტროს თავისი შენობა არ აქვს, რაც სირცხვილია. უნიკალური ადგილი გვაქვს ორთაჭალაში და იქ აშენდება თანამედროვე შენობა, სადაც სამინისტრო თავის სსიპ-ებთან ერთად განთავსდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, იგეგმება საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის რეაბილიტაცია.
პრემიერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.